პრესრელიზი
19 სექტემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკმა" ზუგდიდში ახალი სერვისცენტრი გახსნა
[Publicity.Ge] თბილისი, 19 სექტემბერი - თბილისი, 19 სექტემბერი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, რომ ზუგდიდში, კიკალიშვილის ქ. #51-ში, ახალი სერვისცენტრი გახსნა. შედეგად, „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების რაოდენობა უკვე 145-ს აღწევს და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო და ყველაზე კარგად განვითარებულ ფილიალების ქსელს წარმოადგენს. "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების თანამედროვე მოწყობა და აღჭურვა განაპირობებს მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების უზრუნველყოფას.
"საქართველოს ბანკის" ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელი მომსახურებას მარტივად და სწრაფად მიიღებს. სერვისცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
ზუგდიდში ახლადგახსნილ სერვისცენტრში 29 ახალი თანამშრომელი დასაქმდა.